დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ნაყინს

სად ყიდულობს საქართველო ნაყინს

18-10-2023 09:00:36

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 4,664.33 ათასი დოლარის ღირებულების 919.53 ტონა ნაყინის იმპორტი განახორციელა, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე. 2022 წლის 8 თვეში საქართველომ 814.14 ტონა ნაყინი იყიდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ნაყინის იმპორტი 16 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი და ნომერ პირველი იმპორტიორი თურქეთია. სწორედ თურქეთიდან ფიქსირდება, მთიანად ნაყინის იმპორტის 25%-ი. მეორე ადგილზე კი უკრაინაა. მისი წილი ნაყინის მთლიან იმპორტი 23%-ია.

სად ყიდულობს საქართველო ნაყინს - TOP-5 ქვეყანა

თურქეთი - 231.43 ტონა,

უკრაინა - 210.67 ტონა,

სომხეთი - 150.30 ტონა,

რუსეთი - 132.71 ტონა,

საფრანგეთი - 102.06 ტონა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ნაყინის იმპორტის ზრდა აპრილიდან ფიქსირდება, რაც ნაყინის სეზონის დაწყებასთან არის პირდაპირ კავშირში.

2022 წელს კი 2021 წელთან შედარებით ნაყინის იმპორტი ქვეყანაში 18%-ით გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები