საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 29%-ით შეუმცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე 26,100.39 ათასი დოლარის ღირებულების 43,019.27 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 60,325.16 ტონა, ხოლო მისი საექსპორტო ღირებულება კი 32,709.43 ათასი დოლარი იყო.
შესაბამისად კლება 28.7%-ის დონეზეა.
ქართული მინერალური და მტკნარი წლის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში 29,624.06 ტონა წყალი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 69%-ია.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც საქართველოდან 3,954.71 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები გადაიზიდა.
მესამე ადგილზე კი ლიეტუვა, სადაც საქართველოდან 3,023.62 ტონა წლის ექსპორტო დაფიქსირდა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით წლის ექსპორტი 2021 წელს განხორციელდა.
2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე 141,808.18 ათასი დოლარის 259,078.79 ტონა წყალი გადაიზიდა.
უახლესი
40 წუთის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა42 წუთის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს58 წუთის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა