საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრებს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა. 30 000-ზე მეტი ადამიანი ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში უკვე გადაიყვანეს.
ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები, ავტომობილები და ხეები. კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საელჩოს ცხელ ხაზზე რაიმე შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია