საბერძნეთის ხელისუფლება ტურისტებისგან კლიმატის გადასახადის შეგროვებას წელს დაიწყებს, ის ჩაანაცვლებს სასტუმროს ამჟამინდელ გადასახადს და იმოქმედებს მაღალ სეზონზე - მარტიდან ოქტომბრამდე.
ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო ბიულეტენი იუწყება.
„წელს საბერძნეთმა შემოიღო ახალი გადასახადი ტურისტებისთვის. მას ეწოდა „კლიმატის კრიზისის მდგრადობის საფასური“, ის ჩაანაცვლებს სასტუმროების მოქმედ გადასახადს. ახალი სისტემის მიხედვით, ის მარტიდან ოქტომბრამდე განთავსდება საცხოვრებელ ობიექტებში. ხელისუფლება მოელის. რომ საფასური იქნება კარგი ფინანსური მხარდაჭერა სტიქიური უბედურებების დროს დახმარების გაწევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის ოდენობა განსხვავდება სასტუმროს კატეგორიის მიხედვით.
ასე რომ, ღამისთევა 1 ან 2* სასტუმროში მოგიწევთ დამატებით 1,5 ევროს გადახდა, ადრე გადასახადი 0,5 ევრო იყო. 3* სასტუმროში განთავსების საფასური იქნება დღეში 3 ევრო (ადრე 1,5 ევრო), 4* სასტუმროში - 7 3 ევროს ნაცვლად. ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დღეში დამატებით 10 ევროს გადახდა მოგიწევთ (ადრე 5 ევრო).
როგორც გამოცემა განმარტავს, საცხოვრებლის ფასში კლიმატის გადასახადი არ შედის, ის ადგილზე უნდა გადაიხადოთ.
ამასთან, ტურისტული გადასახადი უცვლელი რჩება დაბალ სეზონზე. ნოემბრიდან თებერვლამდე დღეში 0,5-დან 4 ევრომდე მერყეობს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია