დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Uniki  ახალ სივრცეს ხსნის

საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Uniki ახალ სივრცეს ხსნის

10-02-2025 20:00:00

,,უნიკი" არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის პატარებისთვის კომფორტულ სამოსს და ფეხსაცმელს. კომპანია ბაზარზე უკვე 6 წელია, რაც ოპერირებს. კომპანიის სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე, Business Insider Georgia - ბრენდის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი ესაუბრა.

ბაზარზე ვართ უკვე 6 წელია. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეორე შვილი დაიბადა და მსგავსი ტიპის სამოსის საჭიროება დამიდგა. მომხმარებლებს, ვთავაზობთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ასაკობრივი კატეგორია  ძირითადად არის 6-7 წლამდე, თუმცა შეკვეთით ცოტა დიდ, 10 წლამდე ზომებსაც ვკერავთ. ჩვენი ძირითადი ასორტიმენტი შედგება შემდეგი პროდუქციისგან: კაბები, კომბინიზონები, რომპერები და ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

პროდუქცია იწარმოება ნატურალური მასალითმიწოდება ხდება საკმაოდ ოპერატიულად.

„95% ალბათ, თუ არ ჩავთვლით გაფორმებას ვიყენებთ ნატურალურ ქსოვილებს. ფეხსაცმელიც ნატურალური მასალით იკერება. გვაქვს მოდელები,  რომლებიც ითვალისწინებს პირველი ნაბიჯების რეკომენდაციებს. ვამზადებთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც ლამაზიც არის, ჯანსაღიც  და ხარისხიანიც. ძირითადად, ქართული ბრენდები ,,პრე - ორდერზე" მუშაობენ  ანუ შეკვეთის მიხედვით კერავენ. ჩვენ,  ძირითადად მარაგებს ვკერავთ ან როცა მომხმარებელი გვიკეთავს 1-2 დღეში უკვე მისამართზე აქვს ნივთი თუ არ არის შედარებით მიუდგომელ რეგიონში. დიდ ქალაქებში მეორე დღეს ჩადის გაგზავნილი ამანათი. თბილისში იმავე დღეს ხდება მიწოდება და მიწოდების სერვისი ფასებში შეგვყავს და მომხმარებლისთვის არის უფასო“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

2024 წელი კომპანიისთვის სირთულეებით სავსე წელი აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია.

ჩვენთვის საკმაოდ რთული წელი იყო. რეგიონში, შეგვექმნა მუშა ხელის კერძოდ კი მკერავების პრობლემა.  ჩვენს შემთხვვაში, სპეციალური ცოდნაა საჭირო და ამ ცოდნით კადრის პოვნა რეგიონში არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ დაგვიდგა ის ეტაპი, რომ უნდა განვახორციელოთ გარკვეული ლოკაციური ცვლილებები. სხვა შემთხვევაში, მიწოდება ჩამოგვრჩება მნიშვნელოვნად უკან იმიტომ რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

კომპანიის მთავარი მიზანი წარმოების გაზრდაა. გარდა ამისა, აქტიურად იგეგემბა ლოკაციის ცვლილება და ახალი სივრცის გახსნა.

წარმოების კრიზისის გამო ექსპორტის მიმართულებით გაჩერებულები ვიყავით. ფაქტობრივად, არაფერი გაგვიკეთებია. გამოფენებსაც აღარ დავესწარით იმიტომ რომ აქაურ ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებდით და შესაბამისად, ექსპორტზე მუშაობა არარელევანტური იყო. ამიტომ არანაირი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. მხოლოდ საცალო გაყიდვები. წარმოების გაზრდა არის 2025 წლის მთავარი მიზანი. ახალ სივრცეს ვამატებთ, სადაც გადმოვა წარმოების ნაწილი,  შოურუმი და სივრცე ფოტოსესიებისთვის. ლოკაციურად, ვერაზე იქნება სივრცე, თარხნიშვილის ქუჩაზე. სამკერვალო ისე განთავსდება, რომ ადამიანი,  როცა მოვა შოურუმში კერვის პროცესსაც დაესწრება. მაგალითად, ბავშვთან ერთად დედა რომ მოვა, ბავშვს შეუძლია ნახოს როგორ იკერება მისი კაბა. შესაძლებლობა ექნება თვალი ადევნოს წარმოების პროცესს და ასევე ფოტო მომსახურებითაც ისარგებლოს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები