28 აპრილს, საქართველოს საბანკო ასოციაცია საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებას გამართავს.
პლატფორმა USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.
USAID-ის 5 წლიანი პროგრამა (24 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ეკონომიკის მზარდი სექტორებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; რაც დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდაში აისახება.
USAID-მა უკვე 30 პარტნიორული პროექტი დასტარტა კომპანიებთან, ბიზნესებთან და სექტორულ ასოციაციებთან ერთად.
შეხვედრის მიზანი საბანკო ასოციაციის პროექტის მიღწევების შეჯამება და საზოგადოებისთვის სამომავლო ხედვის წარდგენაა.
უახლესი