დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააქციო ნაკრები - „გორგიას“ კამპანია ევროპის ჩემპიონატისთვის

სააქციო ნაკრები - „გორგიას“ კამპანია ევროპის ჩემპიონატისთვის

21-06-2024 18:12:00

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებული ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მასში საქართველოს ნაკრების ისტორიული მონაწილეობა კი მღელვარებას უფრო ზრდის. ამ მიმართულებით აქტიურობენ კომპანიებიც და კამპანიებს ფეხბურთის თემატიკის გარშემო გეგმავენ.

ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მომხმარებელს გამორჩეული აქციები შესთავაზა. თემატიკა, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატია, სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი- დიმა ობოლაძე. მრავალფეროვანია გორგიას სააქციო ნაკრების შემადგენლობა:  ტელევიზორი, მაცივარი, კონდიციონერი, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ავეჯი. ეს უნიკალური შეთავაზება განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა გრილად, კომფორტულად და ხარისხიანად სურს.

ეს არის „გორგიას“ კრეატიული შეთავაზება -  საჭირო დროს და საჭირო მომენტში.

სპეციალური სააქციო ნაკრების ფარგლებში „გორგია“ საკუთარ მომხმარებლებს ისეთ ნივთებს სთავაზობს, რომლებიც ტელევიზორთან თუ დიდ მონიტორზე ფეხბურთის ყურებისთვისა და ნაკრების გულშემატკივრობისთვის  არის მნიშვნელოვანი. თუმცა სააქციო შეთავაზებაშია ასევე ტელევიზორიც, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი და საჭირო ნივთი იქნება.

მაშ ასე, "გორგიას" სააქციო ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც ეტაპობრივად შეიცვლება და მოედანს ძირითად მოთამაშეებთან ერთად სათადარიგო მოთამაშეებიც შეუერთდებიან.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები