დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

16-02-2024 18:07:00

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. ინფომაციას რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მმყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

უწყების ცნობით, „დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.“

2023 წლის ბოლოს, ნავალნი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

ალესეი ნავალნის რიგი ორგანიზაციები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები