დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში ექსპორტიორებს შორის ძირითადად ღვინის კომპანიები არიან

რუსეთში ექსპორტიორებს შორის ძირითადად ღვინის კომპანიები არიან

15-04-2023 23:59:30

2023 წლის იანვარ თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო რუსეთი – 467.07 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 387.02 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 246.35 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.15 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 203.18 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, გამოიკვეთა TOP 10 კომპანია რომელთაც იანვარ-თებერვალში რუსეთის ფედერაციაში ყველაზე მეტი პროდუტი გაყიდა. 

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა: 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 
  •  სს ბადაგონი
  •  სს ლომისი 
  •  შპს Bolero & Company
  •  შპს GVMT Group 
  •  შპს ასკანელი ძმები 
  •  შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია 
  •  შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს რუსელოის
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

საქასტატის მონაცემიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაცაში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიებს შორის ძირითადად ღვინის მწარმოებლები არიან. 

შეგახსენებთ,რომ იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში 60.4% იყო

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები