დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 52,3%-ით გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 52,3%-ით გაიზარდა

19-05-2023 10:00:48

რუსეთიდან საქართველოსთვის მიწოდებული თხევადი გაზის მოცულობა მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ  საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განაცხადა.

„2023 წლის იანვრიდან აპრილამდე თხევადი გაზის იმპორტმა 14,48 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4,97 ათასი ტონაა, რაც 52,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დაზუსტებულია, მთელ იმპორტირებულ თხევად გაზს შორის 99,7%, ანუ 14,44 ათასი ტონა რუსეთიდან იყო მოწოდებული.

ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობის ბიტუმის იმპორტი წლის პირველ ოთხ თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96,1%-ით გაიზარდა და 30,6 ათასი ტონა შეადგინა.

ბიტუმის უმეტესი ნაწილი - 48,4% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები