დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ტურისტული მიმართულებებია ნოემბერში ყველაზე მოთხოვნადი - „ავიაქსელი“

რომელი ტურისტული მიმართულებებია ნოემბერში ყველაზე მოთხოვნადი - „ავიაქსელი“

04-10-2023 16:00:04

ნოემბერში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ეგვიპტე და ევროპის ქალაქებია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ტურისტული კომპანია „ავიაქსელის“ (Avianet) გაყიდვების მენეჯერმა ლელი აბესაძემ განაცხადა.

როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, თურქეთის კურორტების სეზონი უკვე მიილია და ახლა ეგვიპტის სეზონი მოდის, სადაც 1-კვირიანი ტურისტული პაკეტის შეძენა 1500 ლარიდანაა შესაძლებელი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: ავიაბილეთს, ტრანსფერს, სასტუმროს და სასტუმროში კვებას. 

„თურქეთის მიმართულებებზე მოთხოვნა უკვე სრულდება და ნოემბერში აქტუალურობას დაკარგავს. ამიტომაც ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მიმართულებად ნოემბრიდან ეგვიპტე რჩება. ნოემბერში ეგვიპტის ტურების ფასები იწყება 1500 ლარიდან (ერთ ადამიანზე). ასევე მოთხოვნადია ევროპის მიმართულებები. თუმცა ევროპაზე კონკრეტული ფასების თქმა რთულია, რადგანაც ტურისტს შესაძლოა 3 დღიანი ტური აინტერესებდეს, 5 დღიანი ან უფრო მეტ დღიანი. აქედან გამომდინარე ფასები სხვადასხვაა. რაც შეეხება ევროპას, უფრო მოთხოვნადია ჩეხეთი, გერმანია და ავსტრია“, -  აცხადებს „ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი.

ლელი აბესაძე ამბობს, რომ ეგვიპტის ტურებზე  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები არ შეცვლილა და იგივე დონეზეა.

„რაც შეეხება მოთხოვნას ეგვიპტეში დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ეგვიპტეში დასვენებაზე კი ყველაზე მოთხოვნადი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებაა“, - აცხადებს „ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი.

ეგვიპტეში ჩასული მოგზაურებისთვის საინტერესოა ასევე ადგილობრივი ტურები თუ ექსკურსიები, რომელთა შეძენაც ადგილზეა შესაძლებელი და თითო შიდა ტურის ღირებულება 40-45 დოლარიდან იწყება.,

 “ავიაქსელი” (Avianet) კი საქართველოში ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo გენერალური აგენტია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Air Cairo ეგვიპტესა და საქართველოს შორის კვირაში ერთი სიხშირით იფრენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები