წლიურ ჭრილში (სექტემბერი სექტემბერთან) ქვეყანაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაძვირდა.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ფასები 7%-ითაა გაზრდილი.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (11.4 პროცენტი);
საგულისხმოა, რომ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი);
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
53 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა