აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, რომელიც ოფიციალურად 9 ივნისს იხსნება რამდენიმე ახალი სასტუმროთი ხვდება და მათ შორისაა ibis Styles Batumi. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ibis Styles Batumi რამდენიმე დღის გახსნილია ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს.
„უცხოელი ტურისტების ჯავშნის მოთხოვნები ძირითადად შემოდის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ტუროპერატორების საშუალებით შემდეგი ქვეყნებიდან: ევროპა, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ირანი, ისრაელი, ინდოეთი“, - აცხადებენ სასტუმროში.
ibis Styles Batumi დასავლეთ საქართველოს ბაზარზე Accor-ის ქსელის პირველი პროექტია. ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს.
დღეისათვის Accor-ის ბრენდის ქვეშ 10 პროექტი ხორციელდება და გეგმაშია ქვეყანაში კიდევ 15-ზე მეტი სასტუმროს განვითარება.
ibis Styles Batumi ბათუმის ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის. ამასთანავე, სასტუმროს მთავარი თემატიკა და დიზაინი ოთახებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაფუძნებულია სპორტზე.
2019 წელს ბათუმი ევროპის სპორტულ ქალაქებს შორის დასახელდა. ბათუმი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას სპორტს ინფრასტრუქტურის დახმარებითაც, მათ შორის ახლადგახსნილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონით, რომელიც შეესაბამება ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის IV კატეგორიას.
სპორტულ თემატიკასთან ერთად, ibis Styles Batumi ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებითაც გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო მოიცავს 121 ნომერს, რომელიც აძლევს სტუმრებს საშუალებას, დაისვენონ, აღიდგინონ ენერგიები ან გახადონ მუშაობის პროცესი ბევრად სასიამოვნო. გაუმჯობესებული ხმისა და სინათლის იზოლაცია ის მახასიათებლებია, რომლებიც ამ სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნაში გვეხმარება. ibis Styles Batumi უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის მისაღებში გამოყოფილ საბავშვო კუთხეს, საბავშვო მენიუს რესტორანში და დამატებით საჩუქრებს, სასტუმროში ვიზიტისას.
ibis Styles Batumi ასევე მოიცავს რესტორანს, საერთაშორისო და ქართული სამზარეულოთი, და ბარს, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს სთავაზობს. სასტუმროში დაგხვდებათ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახიც, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით.
სასტუმროდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე 10 წუთზე ნაკლები, ხოლო ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილიდან, მყუდრო კაფეებიდან და მაღაზიებიდან სულ რაღაც 5 წუთია სავალი.
წელს ibis-ი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იბისის ბრენდი 1974 წლიდან მორგებულია სტუმრების ინტერესებზე და მისი სამი ქვებრენდით: ibis, ibis Styles და ibis budget, დღეს წამყვანი ეკონომ ტიპის სასტუმროების ქსელია, 2500-ზე მეტი ლოკაციით 79 ქვეყანაში.
ibis Styles-ის სტუმრები ასევე სარგებლობენ ლოიალობის გლობალური პროგრამით – ALL – Accor Live Limitless, რომელიც მათ განსაკუთრებულ ჯილდოებს, სერვისებსა და გამოცდილებას სთავაზობს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა