დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ფულადი გზავნილები წლიურად

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ფულადი გზავნილები წლიურად

20-08-2024 19:00:00

სებ-ის მიხედვით, 2024 წლის ივლისში ფულადი გზავნილები, მცირედით, წლიურად 1.8%-ით შემცირდა და 298.1 მლნ აშშ დოლარი შედგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 20.9%-იანი კლების შემდეგ.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით გზავნილები 6.1%-ით არის გაზრდილი.

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან:

ევროკავშირი (+9.5%, მთლიანის 44.9%);

აშშ (+24.5%, მთლიანის 16.9%) ;

ისრაელი (+22.2%, მთლიანის 7.3%).

ამასთან, ფულადი გზავნილების კლება კვლავ დაფიქსირდა რუსეთიდან (-38.6% წ/წ, მთლიანის 15.3%) და ყაზახეთიდან (-35.9% წ/წ, მთლიანის 3.5%).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 27.0%-ით შემცირდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები