დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი სესხი

რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი სესხი

26-07-2023 17:00:58

მიმდინარე პერიოდისთვის, კომერციული ბანკების მიერ ქვეყნის მასშტაბით ლარში გაცემული სესხების მიხედვით თბილისი ლიდერობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით თბილისში გაცემული სესხების მოცულობამ 15 931,7 მლნ-ს შეადგენდა, რაც მთლიანად კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 61%-ია.

საქართველოს დედაქალაქში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ივნისში მაისთან შედარებით 3%-ითა გაზრდილი.

კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთი, რომელზეც მთლიანი სესხების 8%-ი მოდის. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით იმერეთში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2 087,2 მლნ-ს შეადგენს. 

მესამე ადგილზე კი აჭარაა, რომელზედაც კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების 7%-ია, ანუ 1 921,5 მლნ ლარი.

საგულისხმოა, რომ კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 25 938,6 მლნ ლარს შეადგენს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები