დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ქვეყნებთან გეგმავს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას

რომელ ქვეყნებთან გეგმავს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას

27-11-2024 13:41:00

2025 წელს საქართველო სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერს ხელს. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ინტენსიურად გაგრძელდება მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ინდოეთი, ისრაელი, ყურის არაბული სახელმწიფოები, სერბეთი და სხვ.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ვაჭრობის გათავისუფლებას საბაჟო-საიმპორტო გადასახადისაგან, გარდა ურთიერთშეთანხმებული გამონაკლისებისა.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან და ევროკავშირთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები