დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ დარგებზე გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი

რომელ დარგებზე გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი

27-06-2023 09:02:45

მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე)  გაცემული სესხების მოცულობამ 44 490,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 2%-იან ზრდას, ხოლო 2022 წლის მაისთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს. 

მაისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, კი მაისის ბოლოსთვის ვაჭრობის დაკრედიტებისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ  4 048,4 მლნ ლარი შეადგინა, მრეწველობის დარგზე გაცემულია 3 834,2 მლნ ლარი, ხოლო მშენებლობის დარგზე გაცემული სესხების რაოდენობამ კი  3 701,7 მლნ ლარი შეადგინა. 

  • ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2 776,1 მლნ ლარი;
  • სასტუმროები და რესტორნები - 1 489,2 მლნ ლარი;
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 1 035,3 მლნ ლარი;
  • ფინანსური შუამავლობა  -  848,4 მლნ ლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 831,5 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 719,8 მლნ ლარი;
  • განათლება - 254,9 მლნ ლარი;
  • სხვა დარგები -  271,9 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების რაოდენობა 24 679,0 მლნ ლარი შეადგინა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები