ქართული ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ 2024 წლის პირველ ნახევარს აფასებს და აცხადებს, რომ გასული წლის მსგავსად მიმდინარე წელიც საკმაოდ დადებითია.
„ვერ ვიტყვი,რომ დიდი ზრდა გაქვს თითქმის იდენტურ მაჩვენებელზე ვართ. შარშანაც კარგი წელი იყო ჩვენთვის, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდინება ჩვენს გაყიდვებზე დადებითად აისახა. წელსაც კარგი წელი გაქვს“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „შიკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამთა ბენაშვილი.
„შიკოლი“ სექტემბრიდან გაყიდვების ზრდას ელოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზაფხულის პერიოდი შოკოლადზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, თუმცა ტემპერატურის დაწევასთან ერთად შოკოლადზე მოთხოვნაც მატულობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდა 15 სექტემბრიდან იწყება, ხოლო ოქტომბრიდან კომპანია უკვე კორპორატიულ შეკვეთებსაც აქტიურად იღებს.
„ზაფხულის ცხელი სეზონის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა აქტიურ სეზონს უკვე შემოდგომიდან ვიწყებთ. როგორც კი აგრილდება ეს ადექვატურად მობილიზებას შოკოლადის გაყიდვებზე. 15 სექტემბრიდან როდესაც უკვე სასწავლო პროცესი იწყება აქტიურდება გაყიდვებიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს უკვე ვიწყებთ ოქტომბრიდან და ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. კომპანიები ამ დროისათვის აკეთებენ იდეების და ფინანსების მობილიზებას და იწყებენ ჩვენი ასორტიმენტის შერჩევასაც“, - ამბობს „შიკოლის“ დამფუძნებელი.
„შიკოლი“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს.
„შეიძლება ისეთი პროდუქტი, რომელიც მოძველდა, ან მოთხოვნა აღარ არის გაყიდვებიდან ამოვიღოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს. სიახლეები ყოველთვის გაქვს შეფუთვის ან სახეობების მიმართულებით“, - აცხადებს თამთა ბენაშვილი.
„შიკოლის“ დამფუძნებელი მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტულ უპირატესობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „შიკოლი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც არტიზანული შოკოლადის წარმოება დაიწყო.
„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ ასორტიმენტს, ეს არის კლასიკური შოკოლადები, ტრუფელები, ფერადი ბომბონები, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა და სხვა არტიზანულმა მწარმოებელმაც დაიწყეს მისი წარმოება. „შიკოლის“ აქვს ასევე ჯანსაღი ტკბილეულის ხაზიც. ჩვენ განვსხვავდებით იმით, რომ ჩვენი პროდუქცია ყველანაირ მომხმარებელზეა გათვლილი. ყველა ტიპის შოკოლადს თავისი კლიენტი ჰყავს და რომელიმე კონკრეტულ ხაზს არ მივყვებით“, - ამბობს თამთა ბენაშვილი.
„შიკოლი“ ამ დროისათვის 2 მაღაზიას ფლობს: ირაკლი აბაშიძის ქუჩა #33 და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა #79.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, უახლოეს ხანებში „შიკოლი“ მაღაზიების რაოდენობის ზრდას არ გეგმავს.
„შიკოლი“ არის ქართული არტიზანული შოკოლადის კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ და ლამაზ შოკოლადებს, შოკოლადის მოყვარულებისთვის.
უახლესი
18 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება18 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით