დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მობილური მომსახურების ბაზრის წილობრივი გადანაწილება

როგორია მობილური მომსახურების ბაზრის წილობრივი გადანაწილება

28-12-2023 10:00:00

ოქტომბრის მდგომარეობით მობილური აბონენტების რაოდენობამ 5,44 მილიონი აბონენტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,2%-იან ზრდას აჩვენებს. საანგარიშო პერიოდში ასევე შემოსავლების 4,8%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ოქტომბრის მდგომარეობით ყველზე მეტი აბონენტი მაგთის ჰყავს. მეორე ადგილზეა სილქნეტი და მესამეზე სელფი მობაილი.

გასულ წელთან შედარება ცხადყოფს, რომ პროცენტულ ჭრილაში წელს მაგთის აბონენტების რაოდენობა უცვლელი დარჩა, სამაგიეროდ ზრდაა  სილქნეტის, ხოლო კლება ფიქსირდება სელფი მობაილის აბონენტების რაოდენობაში. 

2023 წელის ოქტომბრის მონაცემებით, მაგთის ბალანზე აბონენტების 42%-ია, სილქნეტზე 34,1%-ი, ხოლო სელფი მობაილზე 23,9%-ი.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი მაგთის ბალანზე აბონენტების 42%-ია, სილქნეტზე 33.4%-ი, ხოლო სელფი მობაილზე 24,6%-ი.

ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით ასე ნაწილდება: მაგთი - 48.7%, სილქნეტი - 34.6%, სელფი მობაილი - 16.7%.


 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები