დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი

როგორია კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი

27-03-2024 18:00:00

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე)  გაცემული სესხების საერთო მოცულობამ 50481.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16%-იან ზრდას აჩვენებს.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 43,516.0 მლნ ლარს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხებიდან 54%-ი შინამეურნეობებზე მოდის. თებერვლის მდგომარეობით შინამეურნეობებზე 27,380.9 მლნ ლარის სესხია გაცემული.

უფრო კონკრეტულად ეკონომიკის დარგებზე სესხების გადანაწილების მაჩვენებელი ასეთია:

  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 1,234.6 მლნ ლარი;
  • მრეწველობა - 4,322.3 მლნ ლარი;
  • მშენებლობა - 4,438.8 მლნ ლარი;
  • ვაჭრობა - 4,926.9 მლნ ლარი;
  • სასტუმროები და რესტორნები - 1,749.5 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 868.5 მლნ ლარი;
  • ფინანსური შუამავლობა - 941.4 მლნ ლარი;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2,976.2 მლნ ლარი;
  • განათლება - 311.2 მლნ ლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 1,040.2  მლნ ლარი;
  • სხვა დარგები - 290.5  მლნ ლარი;
  • ფიზიკურ პირებზე - 23,518.6  მლნ ლარი;
  • ინდმეწარმეებზე -  3,862.3  მლნ ლარი;
  • სამომხმარებლო სესხები - 9,867.5  მლნ ლარი;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები - 7,594.6  მლნ ლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები