აშშ-ში ექსპორტი 32%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 12%-ითაა შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აშშ-ში 95,640.01 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 32,01%-იანი ზრდაა. 2023 წლის 9 თვეში საქართველომ აშშ-ში 72,448.95 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა.
რაც შეეხება აშშ-ში ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქტს, ეს ფეროშენადნობები, რომელზედაც საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის 62%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, აქ 12,4%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-მ საქართველოში 1,376,919.49 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,572,560.99 ათასი დოლარის.
აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა