2024 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით საქართველოში იორდანიიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 2,5%-იან ზრდას აჩვენებს. ტურისტები საქართველოში ჩამოდიან როგორც პირდაპირი ისე ტრანზიტული რეისებით. იორდანიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Jordan Aviation-ი ასრულებს, რომელიც ამანიდან ოპერირებს როგორც თბილისის ისე ბათუმის მიმართულებით. ირკვევა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Jordan Aviation-ის რეისები როგორც ამანიდან ისე ამანის მიმართულებით საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დაფრინავს.
ის, რომ იორდანელი ტურისტებისთვის საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა ადასტურებენ ტურისტული კომპანია Discover Georgia-ში. კომპანიის ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე ამბობს, რომ იორდანიიდან ტურისტები საქართველოს სტუმრობენ როგორც ოჯახებით ისე ჯგუფებად. ისინი საქართველოში საშუალოდ 4-6 დღე რჩებიან. მისივე განმარტებით, იორდანიიდან ტურისტების მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
„ზოგადად საქართველო ძალიან მოთხოვნადია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით აინტერესებთ მთიანი რეგიონები, დედაქალაქი. რეგიონალური თვალსაზრისით საქართველო ეკოტურიზმის, გასტრონომიის თვალსაზრისით ძალიან მოსწონთ“, - ამბობს ნინა კეკელიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს იორდანიიდან 9 271 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9 045 საერთაშორისო მოგზაური.
უახლესი
4 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე6 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს6 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა