Galt & Taggart-ის 7–11 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.50 - 38.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.47% წინა კვირასთან შედარებით და -11.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.70 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.31% წინა კვირასთან შედარებით და - 2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 422 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.02 - 9.73 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს1 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა