დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის პროცესი და რა როლი აქვს Green Steps-ს

როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის პროცესი და რა როლი აქვს Green Steps-ს

10-02-2025 18:00:00

გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია Green Steps-ის საქმიანობის არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულებით  საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე Business Insider Georgia-სთან ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა ნარჩენების მართვა.

„ნარჩენების მართვა ზოგადად, საქართველოში არის და იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. ეს საკითხი ცხადია ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან ნარჩენების სწორად მართვის  დროს ხდება რესურსების ეფექტური გამოყენება, ენერგიის დაზოგვა, რაც თავისთავად გულისხმობს ემისიების შემცირებას, დაბინძურების შემცირებას და ა.შ

რაც შეეხება კანონმდებლობას  და რეგულაციებს, საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი რეგულირდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა. ამ კოდექსის მიხედვით, კომპანიებს, რომლებსაც წარმოექმნებათ გარკვეული რაოდენობის ნარჩენი, ევალებათ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდებიან 5000 ლარით, ასევე ყოველი 1-ელ მარტამდე ბიზნესს აქვს სამინისტროსთან ანგარიშგების ვალდებულება.

ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და შემდგომ უკვე სამინისტროსთან ყოველწლიური ანგარიშგება გახლავთ  Green Steps-ის ერთ-ერთი სერვისი“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.

გეგმის მომზადებამდე რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. სწორედ ამ ყველაფერში ეხმარება კომპანია ბიზნესის წარმომადგენლებს.

„პირველ ეტაპზე გვიკავშირდება ბიზნესი, შემდეგი ეტაპი გახლავთ ხელშეკრულების მომზადება და ხელმოწერიდან ფაქტობრივად მეორე დღეს ჩვენი ექსპერტი მიდის ადგილზე, ხდება ტერიტორიის დათვალიერება, აუცილებლად  კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, რათა დაგვეხმაროს ტექნიკური ხასიათის მონაცემების შეგროვებაში. შემდეგ უკვე ჩვენი მხრიდან ხდება გეგმის შემუშავება და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმება“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.

ქრისტინა კოროშინაძე ნარჩენების მართვის გეგმის დახარვეზების შემთხვევების სტატისტიკაზეც საუბრობს. 

„ზოგადად, დახარვეზების ფაქტები არის ხშირი. ამიტომ წერის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ელემენტარულ დეტალებზეც კი. მაგალითად, ნარჩენების კოდები უნდა იყოს აუცილებლად სწორად მითითებული. თითოეული ტიპის ნარჩენზე უნდა ეწეროს, რომ შესაბამისი ტრანსპორტირების კომპანია გაიტანს, ასევე, აუცილებელია,  რომ ის სატრანსპორტო კომპანია, ვინც ნარჩენი უნდა წაიღოს ობიექტიდან ნაგავსაყრელზე იყოს დარეგისტრირებული, ამ ნაწილშიც ვეხმარებით სატრანსპორტო კომპანიებს“, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.

გეგმის მომზადებასა და დოკუმენტის შეთანხმებას გარკვეული ვადა სჭირდება, თუმცა კომპანია ცდილობს საკმაოდ ოპერატიულად მოაგვაროს აღნიშნული საკითხი.

„ეს კითხვა ბიზნესის მხრიდან ყველაზე ხშირად ისმევა ხოლმე ჩვენთან მიმართებაში. ჩვენი მხრიდან, გეგმის შემუშავების პროცესს სჭირდება  დაახლოებით 5-7 სამუშაო დღე. ამ ვადაში ვგულისხმობთ, ადგილზე ვიზიტს და გეგმის მომზადებას. ვიზიტი, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი.

საბოლოო ჯამში, ჩვენ გვჯერა რომ ბიზნესთან ერთად ვმუშაობთ, არა მხოლოდ როგორც „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“, არამედ როგორც პარტნიორები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი ახალი ინიციატივაა, ბიზნესი წინასწარ ჩავაყენოთ საქმის კურსში, იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომლებიც მათ არ უნდა მოახდინონ, რათა თავიდან აირიდონ ნებისმიერი შეუსაბამობა კანონთან", - განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები