Galt & Taggart კვირის მიმოხილვის თანახმად, 9-13 ოქტომბრის ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.44% წინა კვირასთან შედარებით და - 1.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 167 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.90 - 35.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.01% წინა კვირასთან შედარებით და +0.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 201 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.50 - 29.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -6.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.28 - 9.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი