ალბათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არავინ იტყოდა უარს პირად ასისტენტზე: ვინმე, ვინც ყოველდღიურ რუტინასთან, დიდ საქმეებთან თუ წვრილმანებთან გამკლავებაში დაგეხმარებოდათ, შეგახსენებდათ მნიშვნელოვან დავალებებს და მათ მოგვარებასაც გადაიბარებდა. აი, სწორედ ამისთვის არსებობს Visa კონსიერჟის სერვისი, რომელიც SOLO პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. ამ სერვისის საშუალებით, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებთ, მიიღოთ დახმარება და გაიმარტივოთ ყოველდღიურობა, დაზოგოთ დრო და ენერგია. უფრო ვრცლად კი ქვემოთ მოგიყვებით, რას ნიშნავს, იყო Visa კონსიერჟის სერვისის მომხმარებელი.
მნიშვნელობა არ აქვს, რუტინულ საქმეში გჭირდებათ დახმარება თუ სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა გაქვთ — Visa კონსიერჟი თქვენთვის მოიძიებს სანდო, გამოცდილ პერსონალს ან სერვისს და უზრუნველყოფს ნებისმიერი დავალების სათანადოდ შესრულებას. რემონტი, დალაგება-დასუფთავების სერვისი, ქიმწმენდა ან თუნდაც საკეტის განბლოკვა — არც ისაა მნიშვნელოვანი, რა მოცულობის საქმეა; კონსიერჟი ყველაფერზე ისე იზრუნებს, რომ თქვენ დრო არ დაკარგოთ.
საყოფაცხოვრებო დავალებების გარდა, დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი საქმის შესრულებისას, როგორიც სერვისის/პროდუქტის შეძენა, შეკვეთა ან დაჯავშნაა. თუკი კინოთეატრის, თეატრის, კონცერტის, ღამის კლუბის ან სულაც სპორტული ღონისძიების ბილეთები გჭირდებათ, Visa კონსიერჟი ამ მისიას უმოკლეს ვადაში გაართმევს თავს.
Visa კონსიერჟს ასევე შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგიჯავშნოთ სალონი, ნომერი სასტუმროში და მაგიდა რესტორანში; შეიძინოს და ადგილზე მოგაწოდოთ ყვავილები, გამოიძახოს საკვები ან სასმელი და განათავსოს შეკვეთა თქვენს სახელზე მსოფლიოს ნებისმიერ მაღაზიაში.
ამასთან, თუკი, მაგალითად, მნიშვნელოვანი თარიღი (მეგობრის დაბადების დღე, კორპორაციული წვეულება ან თუნდაც ქორწილი) ახლოვდება, თქვენ კი საჩუქარი ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, ამ საფიქრალსაც Visa კონსიერჟი მოაგვარებს. ის შეგარჩევინებთ შესაფერის საჩუქარს ნებისმიერი ადამიანისთვის, შემდეგ კი მის შეკვეთასა და უმოკლეს დროში მიღებასაც უზრუნველყოფს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ თავად აწყობთ წვეულებას, კონსიერჟს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაც შეგიძლიათ ანდოთ. ის თვითონვე დაუკავშირდება სანდო კომპანიებს, რომლებიც განსაკუთრებული დღის შექმნაში დაგეხმარებიან.
მოგზაურობა საინტერესო და სახალისო გამოცდილებაა, თუმცა, მას ყოველთვის თან ახლავს უამრავი საფიქრალი და საზრუნავი. ასე რომ, „პირადი ასისტენტის“ ყოლა ყველაზე საჭირო სწორედ მაშინაა, როცა სახლიდან შორს ხართ.
თუმცა, რამდენად შორსაც უნდა იყოთ სახლიდან, Visa კონსიერჟი მაინც ნებისმიერ დროს შეძლებს, საჭირო დახმარება გაგიწიოთ. პირველ ყოვლისა, სერვისის საშუალებით, უფრო მარტივად დაგეგმავთ მოგზაურობას; ბილეთების ყიდვა, გადაცვლა და დაბრუნება, სასტუმროს დაჯავშნა, ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება, ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა (მათ შორის, ტურისტული მარშრუტების და გიდის მომსახურების შეკვეთა), ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რომელთა გადაბარებას და შესრულებას კონსიერჟი შეძლებს. ის კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება კონტაქტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი უსიამოვნება შეგემთხვათ, Visa კონსიერჟი მის მოგვარებაზეც იზრუნებს — იქნება ეს ბარგის დაკარგვა თუ კომპენსაციის მიღება ფრენის გაუქმების გამო.
ზემოთ ვახსენეთ მნიშვნელოვანი თარიღები და თუ გსურთ, არცერთი ასეთი მოვლენა არ გამოგრჩეთ, პირადი შეხსენების სერვისი ამისთვის ზედგამოჭრილია. Visa კონსიერჟი თქვენ მაგივრად ჩაინიშნავს სამომავლო საქმეებს: როდის გიწევთ შეხვედრაზე წასვლა, ექიმთან ვიზიტი ან მეგობრის დაბადების დღისთვის მზადების დაწყება.
გარდა ამისა, კონსიერჟი ყველა ამ თუ სხვა შემთხვევისთვის საფუძვლიანად დაგაკვალიანებთ; ის ხომ კონსულტანტის ან ერთგვარი საინფორმაციო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს. ასე რომ, რა საკითხზეც უნდა გჭირდებოდეთ ინფორმაცია ან რჩევა, Visa კონსიერჟი მინიმალურ დროში ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით ყველა შეკითხვაზე.
რასაკვირველია, სერვისის დახმარებით იმასაც გაიგებთ, კიდევ რა პრივილეგიებით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც SOLO მომხმარებელს. კონსიერჟი იქნება თქვენი შეუცვლელი ასისტენტი საბანკო სერვისებით სარგებლობის დროსაც.
Visa კონსიერჟის სერვისის მომხმარებელი მარტივად შეგიძლიათ გახდეთ — ამისათვის საჭიროა, პირადი ბანკირის დახმარებით ან მობილბანკში შესაბამისი სერვისი გაააქტიუროთ. იმავე დღეს მიიღებთ SMS შეტყობინებას და აირჩევთ კონსიერჟთან საკომუნიკაციო საშუალებას (Viber-ს ან Telegram-ს; სამომავლოდ Facebook Messenger-ითაც შეძლებთ დაკავშირებას).
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება