დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აღნიშნოთ 1-ლი ივნისი ჯადოსნურად – საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებები

როგორ აღნიშნოთ 1-ლი ივნისი ჯადოსნურად – საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებები

01-06-2024 11:36:00

მართალია, ყოველი დღე ისედაც ჩვენს ყველაზე პატარა და ძვირფას მეგობრებს ეკუთვნით, მაგრამ 1-ლ ივნისს, როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება ბავშვთა უფლებების დასაცავად, ირგვლივ ყველაფერი კიდევ უფრო ზღაპრული ხდება.

თუ აქამდე „სხვა სამყაროში“ მოგზაურობდი,  ამ დღეს რომ უფრო მეტი ჯადოსნურობა შეიგრძნო, მეგობრებთან ერთად გაერთო და მოემზადო ახალი შესაძლებლობებისთვის, საქართველოს ბანკმა განსაკუთრებული სიურპრიზები და საჩუქრები მოგიმზადა, რომლებსაც საგანგებოდ პირველ ივნისს მიიღებ.

„სხვა სამყაროს“ 1-ელი სეზონის დასასრული

7 თვის განმავლობაში მოსწავლეები სქულაპის ინოვაციურ თამაშში იყვნენ ჩართულნი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მისიას ასრულებდნენ და დრო ნაყოფიერად გაჰყავდათ. რაკიღა ამა თუ იმ სამყაროში ხანდახან საზღვრებამდე მივდივართ, საჭიროა ახალი გამოწვევები, რომლებსაც ახალი მწვერვალები მოჰყვება.

მაისის ბოლოს sCoolApp-ის „სხვა სამყაროს“ პირველი სეზონი დასრულდა და ბავშვები, რომლებიც აქტიურად ერთვებოდნენ ფერად და საინტერესო თავგადასავლებში, ფიზიკურ სივრცეებში ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან.

შემოდგომაზე თამაშის მეორე სეზონი ჩაეშვება, რომელიც sCoolApp-ელებს უფრო მეტ სიახლეს და შესასრულებელ მისიებს შესთავაზებს. ასე რომ, ახალი სასწავლო სემესტრი ჟრიამულით სავსე იქნება და მოწყენას ვერ მოასწრებ.

ღონისძიებები, რომლებშიც 1 ივნისს უნდა ჩაერთო

ტრადიციულად, წელსაც ტარდება თბილისის საბავშვო ფესტივალი, რომლის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ბავშვებისთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიება გართობის კიდევ ერთი ახლებური და დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელსაც ზაფხულის პირველ დღეს მთაწმინდის პარკში აღმოაჩენ.

თუ 1-ლ ივნისს მთაწმინდის პარკში ახვალ, რათა ახალ გამოწვევებს შეეჭიდო და თავგადასავლებში ჩაერთო, ადგილზე შემეცნებითი და გასართობი ზონები დაგხვდება და აუცილებლად იპოვი ისეთ სანახაობას, რომელიც რეალობას მოგწყვეტს და გამოგზაურებს.

მეორე დიდი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ბანკის sCoolApp-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ისთ ფოინთში დაგხვდება. ყველაზე სახალისო ამ ამბავში ისაა, რომ ეს აქტივობა „სხვა სამყაროს“ თემატიკისაა და ცოტა ხანს კიდევ შეძლებ, რომ მაგიურ სამყაროში გაერთო.

East Point-ში სტუმრობა გულგრილს არ დაგტოვებს, ამიტომ აუცილებლად გაისეირნე და დააგროვე წარუშლელი მოგონებები. შენთვის შექმნილ ღონისძიებაზე შეძლებ, რომ დაესწრო სხვადასხვა შოუს, ითამაშო სახალისო თამაშები და დასაჩუქრდე.

შეთავაზებები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული შეთავაზებების გარეშე ვერ ჩაივლის. სწორედ ამიტომ, 1-ლ ივნისს შენს sCoolApp-ში აღმოაჩინე მრავალფეროვანი არჩევანი, გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება და სქულქარდით გადაიხადე საქართველოს ბანკის ტერმინალზე.

შეთავაზებებით სარგებლობა შეგიძლია შემდეგ ობიექტებში:

  • თოლია – 50% cashback, მაქს. 20₾
  • Lumiers Chimney Cake – 50% cashback, მაქს. 20₾;
  • Miniso – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • ბიბლუსი – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • Bershka – 50% cashback, მაქს. 50₾;
  • მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალის პარტნიორი კომპანიები – 20% cashback (მაქსიმუმ 20 ლარი);
  • East Point-ის გასართობი ცენტრი „ფოკუს მოკუსი – სპეციალური პაკეტი – 30 ლარად 10 ატრაქციონი;
  • ExtraMeat-ის პავილიონი – 50% cashback, მაქს. 20₾ (ქუთაისი);
  • Posh Nosh – 50% cashback, მაქს. 20₾ (ბათუმი).

ქეშბექი გავრცელდება ჩამოთვლილი კომპანიების ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და ა.შ.

ყველა მოსწავლე, რომელიც sCoolApp-ში დარეგისტრირდება, ყველა ამ უპირატესობასთან ერთად საჩუქრად 5 ლარსაც მიიღებს sCool Card-ის ანგარიშზე!

თუ მოსწავლე ხარ, გადმოწერე sCoolApp.

თუ მშობელი ხარ, გაუაქტიურე ბავშვს sCoolApp მობილბანკიდან.

გაიგე მეტი მოსწავლეებისთვის საინტერესო შეთავაზებებზე:
5 მიზეზი, რატომ უნდა გავუაქტიუროთ ბავშვებს sCoolApp;
• „სხვა სამყარო“ —  მოულოდნელობებით სავსე მეტავერსი sCoolApp-ში;
• CHATGPT უკვე sCoolApp-შია – ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის;
• 10 ადგილი, სადაც sCool Card-ით საუკეთესო არდადეგებს მოიწყობ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები