გადამზიდავმა კომპანია Inex Group-ი 2024 წლის საქმიანობას სხვადასხვა პლატფორმებთან მიღწეულია შეთანხმებების გამო წარმატებულად აფასებს და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს.
კომპანია საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარების პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებასაც აპირებს, რითაც Inex Group-ის მენეჯმენტი ბიზნესის დივერსიფიცირებასაც მოახდენს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, 2024 წელს Inex Group-ისა და სხვადასხვა ჩინური პლატფორმების თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
„ჩვენ ამანათების ტრანსპორტირება გაქვს სხვადასხვა მიმართულებებიდან და მას შემდეგ რაც TEMU შემოვიდა ბაზარზე ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება უფრო გაიზარდა. თუ აქამდე ჩვენი მომხმარებელი გამოწერისას ჩვენ მიერვე მინიჭებული უცხოური მისამართებით სარგებლობდა და ამ მისამართებს ამ პლატფორმებზე უთითებდა, ჩვენ ამ პლატფორმებთან პირდაპირი თანამშრომლობა დავიწყეთ და მომხმარებელი უკვე საკუთარ, ქართულ მისამართს უთითებს გამოწერისას და შემდეგ უკვე ჩვენი მეშვეობით სასურველ ლოკაციაზე იღებს ამანათებს. ეს ლოკაციები შეიძლება იყოს ჩვენი ოფისი ან მის მიერვე მითითებული მისამართი. ანუ ჩვენ მომხმარებელს ორი სახის სერვისს ვთავაზობთ, ესაა ჩვენი ოფისიდან გატანა, ან საკურიერო სერვისი. ონლაინ პლატფორმებთან ურთიერთობით 2024 წელი საკმაოდ გამორჩეული იყო, რადგანაც ამ წელს რამდენიმე პლატფორმასთან თანამშრომლობის ახალ მასშტაბზე გადავედით. თუმცა ამ ყველაფერს წინა წლებში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ერთოდა წინ. გვქონდა სხვადასხვა სახის მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკური. წლის მეორე ნახევრიდან უკვე დავიწყეთ ოთხ ძირითად პლატფორმასთან ურთიერთობა, ესენია: Taobao, Pinduoduo, TEMU და OZON. ამიტომ 2024 წელი სხვადასხვა პლატფორმებთან ურთიერთობაში იყო გამორჩეული“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
ჩინეთისა და ამერიკის შემდეგ Inex Group-ის პორტფოლიოში საკმაოდ აქტიური მიმართულებებია ევროპიდან ამანათების ტრანსპორტირებაც.
„ამანათების გამოწერის კუთხით ჩინეთი და ამერიკა არიან ლიდერები, თუმცა ევროპის ქვეყნებიც არანაკლებ მოთხოვნადია. უბრალოდ სპეციფიკა აქვს ყველა ქვეყანას, მაგალითად თუ ავიღებთ თურქეთს, თურქეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ამანათები მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც ზემოთ ჩამოთვლილმა პლატფორმებმა საქართველოში ჩვენი მეშვეობით მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყეს, თურქეთის ამანათები რადიკალურად შემცირდა. შემცირდა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაგალითზე, არამედ ზოგადად საქართველოში. საქართველოსთვის თურქეთი და ჩინეთი, ანუ ეს ორი ბაზარი ერთმანეთის კონკურენტია. სხვა ქვეყნებს, რაც შეეხება ყველას თავისი ნიშნა აქვს და ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად იტალიას თუ ავიღებთ იქ სპეციფიკური მაღაზიებია, სპეციფიკური პლატფორმებია და იტალიას თავისი მომხმარებელი ჰყავს, იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზე, ბრიტანეთზე. თუ საბერძნეთის მაგალითზე ვისაუბრებთ, საბერძნეთი კიდევ უფრო სხვა მიმართულებაა, ვინაიდან ცნობილი ბრენდები როგორიცაა Zara, Bershka, Massimo Dutti, Mango და კიდევ სხვა რამდენიმე ბრენდი ძალიან პოპულარულია და მოცულობითაც და წონითაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ამანათი იგზავნება საბერძნეთიდან“, - განმარტავს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.
როგორც გადამზიდავმა კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, გარდა ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირებისა, Inex Group-ს 2024 წელს ზრდა ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებითაც.
„გზავნილების მიმართულებით Inex Group-ს აქვს პერსონალური ამანათებიც, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები თავიანთ ოჯახის წევრები უგზავნიან სხვადასხვა ამანათებს და პირიქით. ამ მხრივ 2024 წელს საკმაოდ გააქტიურდა ამერიკის მიმართულება და საკმაოდ ბევრი პერსონალური ამანათები იგზავნება ამერიკიდან საქართველოში. რაც შეეხება საქართველოდან გზავნილებს, ძირითადი მიმართულებები ევროპაა და ევროპის მასშტაბით კი განსაკუთრებულად აქტიურობენ იტალია და საბერძნეთი“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.
Inex Group-ი, რომელიც მომხმარებლებს ქვეყნის შიგნით ამანათების ტრანსპორტირების სერვისსაც სთავაზობს, მიღწეული შედეგით 100%-ით კმაყოფილი არ აქვს, თუმცა 2025 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად საბოლოო შედეგების მიღწევის იმედი აქვს.
„2024 წელს შიდა გზავნილების კუთხითაც გვქონდა გარკვეული ზრდა და ეს ზრდა საკმაოდ სტაბილურია. თუმცა ჯერ კიდევ იმ ნიშნულზე არ გავსულვართ, რაც დაგეგმილი გვქონდა. თუმცა 2025 წელს შიგა გზავნილების გააქტიურების და სტიმულირების მიმართულებით გაქვს გარკვეული გეგმები და ვფიქრობთ, რომ შედეგებს აუცილებლად მივაღწევთ.
Inex Group-ს საქართველოში ყველა რაიონულ ცენტრსა და ქალაქში გაქვს ოფისები ან გაცემის პუნქტები და მიმართულებითაც ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი ქსელი“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).
Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).
Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით.
უახლესი
36 წუთის წინ
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - დეკემბრის სტატისტიკა1 საათის წინ
OpenAI კომპანიის რესტრუქტურიზაციას გეგმავს1 საათის წინ
დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9%-ი შეადგინა2 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა20 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს