დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ადეკვატური გადაწყვეტილებაა იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და გარეთ - სოსო ბერიკაშვილი

რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ადეკვატური გადაწყვეტილებაა იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და გარეთ - სოსო ბერიკაშვილი

25-10-2023 17:15:07

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია შეიცვალა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილებას ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი იწონებს. მისი შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების საფუძველს ემყარება, რაც ლოგიკურია.

,,მონეტარული პოლიტიკის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვნახეთ, რომ  ტენდენცია შეიცვალა. განსხვავებული ადეკვატური გადაწყვეტილებაა ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ ეტაპზე ხდება  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გეოპოლიტიკურადაც. მართალია, ინფლაცია შემცირებულია, მაგრამ  რისკები ისევ არსებობს, რომ შეიძლება ზრდა დაფიქსირდეს.  სებ-ს ეს  მოცემულობა აძლევს საბაბს, რომ გადაწყვეტილებაში კონსერვატიული იყოს.  შეიძლებოდა, შეემცირებინათ რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ ეს უკვე პოპულისტური გადაწყვეტილება იქნებოდა", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

მისი შეფასებით, სავარაუდოდ ყველაზე მეტად სებ-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნავთობის ფასების ზრდამ მოახდინა, რის ტრენდიც დაწყებულია.

,,რისკები ყოველთვის არის ორივე მხარეს, რაც ზედაპირზე ჩანს, ეს არის გაურკვევლობის რისკი, მაგალითად,  ნავთობზე ფასები შეიძლება გაიზარდოს, რაც ინფლაციას დააწვება და წნეხს გაზრდის. ამისთვის კი  აუცილებელია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, თუმცა მიმაჩნია, რომ 10%-იანი მაჩვენებელი არც ისე მკაცრია.  ფრთხილი ნაბიჯია და ეროვნული ბანკი უნდა ფრთხილობდეს კიდეც. საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.  არ ვიცით რა მოხდება გლობალურ პოლიტიკაში. უფრო მაინც ნავთობის ფასის გავლენა იგრძნობა, რის გამოც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით სიმკაცრის შენარჩუნების საჭიროება გაჩნდა", - დასძენს სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia - თან.

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები