ლიმონათებისა და წვენების მწარმოებელი „რე-ფრეში" წარმადობის გაზრდას გეგმავს. როგორც „რე ფრეშის" საოპერაციო დირექტორი სალომე ინაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ დროისთვის საწარმო ხაზის განახლებასა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობენ.
„ახალი დანადგარების (ხილის გადამამუშავებელი, პასტერიზატორი, დამგაზველი და ჩამომსხმელი) შეძენა მოხდა. განახლებული დანადგარებით შესაძლებელი იქნება 150 ლიტრის გადამუშავება საათში. ამ ეტაპზე ლიმონათის 6 სახეობას ვაწარმოებთ, ესაა - ციტრუსების მიქსი, ბროწეული და ციტრუსები, ქაცვი და ციტრუსები (0 შაქარი); ფეიხოა და ლიმონი (0 შაქარი); ჩილი-გრეიპფრუტი; ყურძენი და ლიმონი. ასვე ვმუშაობთ რეცეპტების განახლებაზე პიკანტური ხაზის გასამრავალფეროვნებლად", - ამბობს სალომე ინაძე.
მისი ინფორმაციით, „რე-ფრეშის" წვენები ძირითადად B2B-ზე იყიდება.
„განახლებული დანადგარებით ვგეგმავთ წვენების რითეილის ქსელში გასვლას და ვაპირებთ ახალი გემოების დამატებას. ამ ეტაპზე გვაქვს ფორთოხლის, ბროწეულის, ქაცვის, ყურძნის , გრეიპფრუტის, ლიმნის და ჟოლოს 100 %-იანი ნატურალური წვენები", - ამბობს „რე-ფრეშის" საოპერაციო დირექტორი.
ამასთან, როგორც ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, „რე-ფრეშის" პროდუქტებზე დაინტერესება და გაყიდვები გაზრდილია. „ექსპორტზე ამ ეტაპზე არ გავდივართ და დაგეგმილიც არ გვაქვს, თუმცა ცხადია, ამ საკითხზე მომავალში აუცილებლად ვიზრუნებთ", - ამბობს სალომე ინაძე.
უახლესი
45 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა