დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უნდა ეწვიოთ Weekend-ზე „შატო ატენს“

რატომ უნდა ეწვიოთ Weekend-ზე „შატო ატენს“

03-09-2023 09:00:06

 

ატენის ხეობაში მდებარე საოჯახო მარანი და სასტუმრო გორის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ტურისტულ ობიექტს ბევრი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის, ,,ვიქენდებზე". დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის რამდენიმე მიზეზია, რამაც ,,შატო ატენი" ტურისტების საყვარელ ადგილად აქცია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეღვინე სოსო ვანიშვილი Business Insider Georgia- თან არსებობს ხუთი მთავარი მიზეზი, რაც მომხმარებლების განწყობაზე მოქმედებს და იზიდავს მათ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან.

თუმცა Weekend-ი განსაკუთრებით ადგილობრივ დამსვენებლებში არის პოპულარული.

,,ყველაფერია, რაც კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს: ულამაზესი ხედები, სიმშვიდე, გემრიელი კერძები, უნიკალური ღვინო და კარგი სტუმარ-მასპინძლობა. დიდი მოთხოვნაა როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებით ,,ვიქენდზე" გვსტუმრობენ. 80 პროცენტი ოჯახურ ტურებზე მოდის", - ამბობს სოსო ვანიშვილი.

რაც შეეხება ტარიფებს, განსხვავებულია: ,,შატო ატენში" სტუმრობა და დეგუსტაციის სერვისით სარგებლობის საფასური 70 ლარიდან იწყება, დეგუსტაციის გარეშე ფასი 40 ლარიდან იწყება.

როგორც მეღვინე აღნიშნავს, მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული კოტეჯების მშენებლობა და სამომავლოდ ამ სერვისის უფრო მეტად განვითარებასა და ახალი კოტეჯების დადგმას გეგმავენ.

საოჯახო მარანი 2016 წელს დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობისთვის ჯილდო მიიღო.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები