დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ წყვეტს „ბორბალო“ ზონალური და თბილისის პარკირების საშვების მომსახურებებს

რატომ წყვეტს „ბორბალო“ ზონალური და თბილისის პარკირების საშვების მომსახურებებს

27-11-2023 21:54:06

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მობილურმა აპლიკაციებმა პარკირების სერვისზე წვდომისთვის დღეში 1 350 ₾ უნდა გადაიხადონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აპლიკაცია „ბორბალოს“ ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მაღალი ფასის გამო „ბორბალო“ წყვეტს ზონალურ პარკირების და თბილისის პარკირების საშვების მომსახურებებს.

„შეეცადეთ გამოიყენოთ სხვა წყაროები პარკირების გადასახდელად, რათა აარიდოთ თავი ჯარიმებს“, აცხადებენ „ბორბალოში“. 

(https://matsne.gov.ge/ka/document/view/5946419?publication=0)

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები