საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძვანელი თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს.
როგორც Business Insider Georgia-ს სააგენტოში განუცხადეს, თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით ტოვებს და 2023 წლის 1-ლი მაისიდან საზღვაო სააგენტოს ხელმძღანელის მოვალეობას შეასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძვანელის პოსტზე 2018 წლის 29 მარტიდან მუშაობდა.
უახლესი
12 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს17 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები