2024 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.6%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით შემცირდა (-126.1 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს).
ამასთან, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს1 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა