დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა ავიაბილეთები

რატომ გაძვირდა ავიაბილეთები

03-09-2024 14:00:00

ერთ წელიწადში ავიაბილეთები 31%-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 31,04%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, აგვისტოში ივლისთან შედარებით ავიაბილეთები 3,89%-ითაა გაძვირებული.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელსაც საავიაციო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ გლობალურად ავიაბილეთების ფასი მზარდია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. 

„2020 წლიდან, ანუ პანდემიის დასაწყისიდან, ავიაცია სწორედ ის სფერო იყო, რომელიც აბსოლუტურად გაჩერდა. რაც საავიაციო ექსპერტებს და ეკონომიკის სპეციალისტებს აძლევდა ვარაუდის საშუალებას, რომ როგორც კი აღდგებოდა ფრენების დინამიკა ეს სფერო, როოგრც ყველაზე მეტად დაზარალებული, უფრო ძვირადღირებული გახდებოდა. ანუ ავიაბილეთები გაძვირდებოდა - გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე და იმ კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020-2021 წლები იყო და 2022 წლის ნახევრამდე გაგრძელდა.

ინდუსტრიამ თავიდან რომ დაიწყოს ფუნქციონირება ჯერ ამ შოკიდან უნდა შეძლოს გამოსვლა და შემდეგ უკვე ახალ ბიზნეს-მოდელზე გადასვლა.

რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, ზრდა იყო პროგნოზირებული და საერთაშორისო ავიაკომპანიებმა პანდემიამდე არსებულ ნიშნულებს უკვე გადააჭარბეს. თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა: ერთ-ერთია ის, რომ სამუშაო ძალის გადინება ხდება საავიაციო სფეროდან, ვერ უპასუხა ამ ინდუსტრიამ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიმართულებას. საავიაციო სფეროში დასაქმებული ადამიანები ქვეყნების მიხედვით, საერთო რეგულაციაში არ მოხვდნენ და გადაწყვიტეს სხვა ინდუსტრიებში გადასვლა. ძნელი გახდა კადრების შემობრუნება და ისევ საავიაციო სფეროთი დაინტერესება, რადგან. არც თუ ისე მაღალ ანაზღაურებადია დღეისათვის საავიაციო სფერო.

კიდერ ერთი მიზეზი, თუ რატომ ძვირდება ავიაბილეთები, მოთხოვნაა მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი. კერძოდ, მოთხოვნაა გაზრდილი უფრო გრძელვადიან დასვენებებზე. აღარ არის ტრენდული მოკლევადიანი დასვენებები. ყველა ავიაკომპანიამ გაზარდა ავიაბილეთის ღირებულება. ერთი წლით ადრე ავიაბილეთების შეძენა აღარ ხდება. უფრო სწრაფი ტემპია. მომხმარებლის ქცევა შეცვლილია და უფრო მოკლე ვადაზე კეთდება აქცენტი. შესაბამისად გაზრდილმა მოთხოვნამ გააძვირა ავიაბილეთების ღირებულება.

საქართველოს ავიაბაზარი დამოკიდებულია საერთაშორისო ავიაკომპანიებზე. საქართველოში ჩვენ ავიაბილეთის ფასებზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ბაზარი არეგულირებს. ჩვენ დამოუკიდებლად არ ვქმნით პროდუქტს. ერთი ავიაკომპანიაა და ისიც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ავიაკომპანიებს. 
რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, მათი პროდუქტიც გავირდა. ძალიან ხშირია რეისების გაუქმება, გადადების ფაქტები. მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო საავიაციო ბაზარი.  On-time performance ავიაციისთვის გამოწვევად იქცა“, - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები