დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და ვყიდულობთ მექსიკაში

რას ვყიდით და ვყიდულობთ მექსიკაში

25-06-2023 00:30:46

მექსიკიდან იმპორტი 83%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკიდან 1,098.38 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 6,517.01 ათასი დოლარის დონეზე იყო. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით მექსიკიდან იმპორტმა რეკორდს 2022 წელს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მექსიკიდან 7,866.58 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2021 წელს კი 5,428.81 ათასი დოლარის. ზრდა 45%-ია.

მიმდინარე სტატისტიკით მექსიკიდან საქართველოში სულ 6 დასახელების პროდუქცია შემოვიდა.

  • ლუდი - 383.68 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 247.52 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 244.47 ათასი დოლარი;
  •  იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის - 180.74 ათასი დოლარი;
  • მცენარეული წვენები და ექსტრაქტები - 23.42 ათასი დოლარი;
  •  მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 18.55 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ექსპორტს, 5 თვის სტატისტიკით მან 278.15 ათას დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკაში ექსპორტზე 2,767.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა.

ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად კი, ექსპორტი 2022 წელს 232%-ით იყო გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მექსიკაში 3,727.55 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა, 2021 წელს კი 1,122.20 ათასი დოლარის.

საქართველოდან მექსიკაში ექსპორტის რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, მაშინ ქვეყანამ მექსიკაში 27,338.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკაში ექსპორტზე სულ 5 დასახელების პროდუქცია გაიტანა. 

  • თხილი და სხვა კაკალი - 140.38 ათასი დოლარი;
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 65.01  ათასი დოლარი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 53.08  ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 18.31  ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 1.37  ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები