საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. თურქეთი საქართველოს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებში მეორეა.
თურქეთიდან საქართველოში 2023 წლის იანვარში $164.7 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ მხრივ თურქეთი მე-5 პოზიციაზეა. 2023 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში $31 379. 5 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა. .
2022 წელს საქართველოდან თურქეთში $435,485.3 ათასის ღირებულების პროდუქცია ექსპორტირდა, ხოლო იმპორტმა $2,370,933.1 ათასი შეადგინა.
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ თურქეთში TOP 10 პროდუქტი
ელექტროენერგია - 79,553.1 ათასი აშშ დოლარი;
მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 72,681.8 ათასი აშშ დოლარი;
ფეროშენადნობები - 60,277.2 ათასი აშშ დოლარი;
კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 43,567.1 ათასი აშშ დოლარი;
ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 18,164.7 ათასი აშშ დოლარი;
ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა -15,537.4 ათასი აშშ დოლარი;
ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 13,214.5 ათასი აშშ დოლარი;
ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 10,055.2 ათასი აშშ დოლარი;
ტყვია დაუმუშავებელი - 8,090.0 ათასი აშშ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 7,166.8 ათასი აშშ დოლარი;
დანარჩენი საქონელი - 107,177.6 ათასი აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები - 105,390.3 ათასი აშშ დოლარი;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 73,247.6 ათასი აშშ დოლარი;
მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 53,825.2 ათასი აშშ დოლარი;
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 47,533.5 ათასი აშშ დოლარი;
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 46,978.0 ათასი აშშ დოლარი;
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 44,808.4 ათასი აშშ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 41,272.7 ათასი აშშ დოლარი;
მერქან-ბურბუშელის ფილები - 38,853.5 ათასი აშშ დოლარი;
ალუმინის წნელები და პროფილები - 36,538.1 ათასი აშშ დოლარი;
მავთულები იზოლირებული, კაბელები - 33,672.8 ათასი აშშ დოლარი;
დანარჩენი საქონელი - 1,848,813.0 ათასი აშშ დოლარი;
საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სამ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 107 385.7 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა