2023 წლის იანვარში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 566.62 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, ხოლო 7,358.95 ათასი დოლარის ღირებულების კი შემოიტანა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით 2023 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით გაერთიანებულ სამეფოში საქართველოდან 6%-ით ნაკლები ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტი ღირებულებით ნაწილში 94%-იან ზრდას აჩვენებს.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი 2016 წელს ფიქსირდება, როდესაც საქართველოში 143,857.05 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს - რეკორდული 2013 წელი იყო, როდესაც საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტიდან 29,682.38 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ტოპ-5 პროდუქტი რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:
სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან,
ფეროშენადნობები,
ყურძნის ნატურალური ღვინოები,
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები,
ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები.
ტოპ-5 პროდუქცია რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:
მსუბუქი ავტომობილები,
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა,
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები,
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული,
ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი.
(პროდუქციის ჩამონათვალი მოცემულია ღირებულების მიხედვით)
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა