დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას უკავშირდება ქვეყანაში პროგნოზირებულზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა - Galt & Taggart-ის მოსაზრება

რას უკავშირდება ქვეყანაში პროგნოზირებულზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა - Galt & Taggart-ის მოსაზრება

23-08-2024 13:00:00

2023 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და აშშ, ხოლო რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობას 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 6.2%-ია. Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ  2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 307.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას.

„ზრდის მიმართულებით კორექტირების მიზეზებია რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტება.

2023 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (583.6 მლნ აშშ დოლარი, +8.5% წ/წ, მთლიანის 30.7%), ვაჭრობის (314.3 მლნ აშშ დოლარი, +62.5% წ/წ, მთლიანის 16.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (301.5 მლნ აშშ დოლარი, +128.0% წ/წ, მთლიანის 15.9%), ტრანსპორტის (165.4 მლნ აშშ დოლარი, +88.8% წ/წ, მთლიანის 8.7%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (119.6 მლნ აშშ დოლარი, -15.6% წ/წ, მთლიანის 6.3%) და უძრავი ქონების (111.2 მლნ აშშ დოლარი, -70.0% წ/წ, მთლიანის 5.8%) სექტორებში.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (386.3 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (364.3 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (182.2 მლნ აშშ დოლარი)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები