დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს რესტორანი „პალატი“ სტუმრებს Weekend-ზე

რას სთავაზობს რესტორანი „პალატი“ სტუმრებს Weekend-ზე

23-09-2023 14:18:12

იმერული კერძებით ცნობილ რესტორან „პალატში“ ხალხმრავლობა ძირითადად დასვენების დღეებშია ან ისეთ პერიოდებში, როდესაც ქუთაისის აეროპორტი მაღალი დატვირთვით მუშაობს და უცხოელი ვიზიტორების სიმრავლეა. 

როგორც რესტორნის დირექტორი ზურაბ ფანჯარაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე უცხოელი ვიზიტორების სიმცირე შეიმჩნევა, ამიტომ ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლების მასპინძლობა უწევთ, ხოლო მაღალი მოთხოვნით ძირითადად უქმე დღეები გამოირჩევა.

მიზეზი მრავალია, რითაც სტუმრებს ,,პალატი“ იზიდავს, თუმცა სამი მთავარი ფაქტორი ყოველთვის ძალაშია: იმერული კერძების ნაირსახეობა, გასული საუკუნის 30-იანი წლების სტილი და მომსახურების სერვისი, რაც რესტორანს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს.

„განსხვავებული კონცეფცია გვაქვს, რაც ხალხს აინტერესებს. მსგავსი სერვისი სარესტორნო ბიზნესში იშვიათობაა, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ეროვნული სტილი და არც კერძებში შეგვიტანია ცვლილება, მაღალ დონეზეა წარმოდგენილი იმერული კულინარია, რაც უცხოელ და ქართველ ვიზიტორებს ძალიან ხიბლავთ. ამას ემატება ხარისხიანი მომსახურება და კომფორტიც გარანტირებულია.

როდესაც ფრენები აქტიურია და ქუთაისის აეროპორტი მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჩვენთანაც ხალხმრავლობაა. ახლა ცოტა პასიური სეზონია, ამიტომ უცხოელი მომხმარებლები დაგვაკლდა. თუმცა ადგილობრივები საკმაოდ აქტიურობენ, განსაკუთრებით WEEKEND-ზე ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეტი მოთხოვნაა“, - ამბობს ზურაბ ფანჯარაძე.

სიტყვა „პალატი“ ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ანთია ცეცხლი, ოჯახი ატარებს უმეტეს დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს.

„პალატის“ პირველი რესტორანი ქუთაისში 10 წლის წინ გაიხსნა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ..პალატის“ მეორე ფილიალი თბილისშიც გაიხსნა.

ჯამში რესტორანი 35-მდე ადამიანს ასაქმებს, აქედან 25 ქუთაისში, 10 თბილისშია დასაქმებული.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები