დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს მომხმარებელს Voulez-Vous ზაფხულის სეზონზე

რას სთავაზობს მომხმარებელს Voulez-Vous ზაფხულის სეზონზე

08-07-2023 07:00:46

Voulez-Vous-ის ფილიალებში მისულ მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელი აქციით სარგებლობა მთელი სეზონის განმავლობაში შეუძლიათ. კოსმეტიკის წამყვანმა ბრენდმა ტრადიცია პანდემიის პერიოდიდან დაამკვიდრა.

რაც შეეხება მიმდინარე აქციას, როგორც Voulez-Vous -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი Business Insider Georgia-თან ამბობს 7-8-9 ივლისს Voulez-Vous-ის ფილიალებში მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება შემდეგ ბრენდებზე: Van Cleef & Arpels, Boucheron, Rochas, Lanvin, Kate Spade, Jimmy Choo, Karl Lagerfeld და Collistar.

გარდა ამისა, ყოველ მეორე შენაძენზე, თითქმის სრული ასორტიმენტიდან, მომხმარებლები დამატებით 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

კომპანია ყველა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას იპოვოს ზაფხულის საკუთარი, რჩეული სურნელი, Voulez Vous-ში.

„ტრადიციას არ ვღალატობთ და ყოველთვის არის რაღაც გარკვეულ პროდუქციაზე ფასდაკლება. პანდემიის შემდეგ ამას სისტემატური სახე მიეცა და ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე მომხმარებელს გარკვეულ ბრენდებს 30%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ, მეორე შენაძენზე კი შეუძლიათ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ აქციები ჩვენს ქსელში აქციები ყოველთვისაა, გარდა ამისა, სისტემატურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება, როგორიცაა დიზაინის დღეები, ერთჯერადი შეთავაზებები ბანკებთან დაკავშირებით (სპეციალურად ,,სოლოს" და ,,ერთგული" ბარათების მფლობელებისთვის), ყოველდღიურად სულ რაღაც აქტივობაა", - ამბობს ნინო ნოდია.

Voulez-Vous-ს აქციებს შორის ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან პოპულარული „ბედნიერი საათების“ აქცია, რომლის ფარგლებშიც დღის გარკვეულ მონაკვეთში მომხმარებლებს დამატებითი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.

„ვცდილობთ, ჩვენი მაღაზიიდან არავინ გავიდეს გულნაკლული. ძალიან ეკონომიური და ბიუჯეტური ბრენდებით დაწყებული, ლუქს ბრენდებით დამთავრებული, სხვადასხვა პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. დიდი არჩევანია და მაქსიმალურად ვცდილობთ ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომლის გარეშეც ამდენი წელი ,,ვულე ვუ" რეალურად ვერ იარსებებდა", - აცხადებს ნინო ნოდია Business Insider Georgia-თან.

მისივე ინფორმაციით, ,,ვულე ვუ" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სეგმენტთან - სამშენებლო ფირმებთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებთან, სავაჭრო ქსელებთან და სხვა.

მათთან კოლაბორაციის საშუალებით მომხმარებლებს ერთჯერადი ფასდაკლების ბარათები გადაეცემათ, რის საფუძველზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრიორიტეტული ფასით სარგებლობენ.

ცნობისთვის, მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ" საქართველოში 1995 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი საქმიანობაა მარკეტინგი და სელექციური პარფიუმერიისა და კოსმეტიკური ბრენდების დისტრიბუცია საქართველოში. მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ" ექსკლუზიურად წარმოადგენს შემდეგ ბრენდებს: Dior, Fendi, Givenchy,Guerlain, Kenzo, Biagiotti, Hugo Boss, Lacoste, Lancôme, Biotherm, Cacharel, Giorgio Armani, Yves Saint Laurent, Boucheron, Jimmy Choo, Karl Lagerfeld, Lanvin, Repetto,Balmain, Adidas, Beyonce, Celine Dion, David Beckham, Esprit , Guess, Halle Berry, Kate Moss, Kylie, Lady Gaga, Lamborghini, Love2love, Playboy, Collistar, Mancera, Amouage, Montale, Etro, Treffina, Blue Marine, DSquared, Gianfranco Ferré, Trussardi, 4711 EKW, Aqua Colonia, Baldessarini, Betty Barclay, New Yorker, S.Oliver, Maxfactor, Paris Bleu.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები