დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს CodeMonkey Georgia მოსწავლეებს და რა არის პროექტის კონკურენტული უპირატესობა

რას სთავაზობს CodeMonkey Georgia მოსწავლეებს და რა არის პროექტის კონკურენტული უპირატესობა

12-03-2024 12:00:00

მთავარია იდეა, შემდეგ სურვილი, რომ ეს იდეა საქმედ აქციო, სწორედ ასე დაიწყო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი CodeMonkey- პროგრამირების შემსწავლელი პლატფორმის ინტეგრაციის პროექტის საქართველოში განხორციელება ნიკოლოზ ხურცილავამ.

როგორც ის Business Insider Georgia-სთან ამბობს, დაახლოებით 7 თვის წინ დაიწყო პროექტი, რომლის მიზანიცაა, რომ 1-დან მე-9- კლასის მოსწავლეებმა პროგრამირება თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით შეისწავლონ, ბიზნესად იქცა და წარმატებული აღმოჩნდა.

CodeMonkey Georgia- იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ნიკოლოზ ხურცილავა საკუთარი შვილისთვის პროგრამირების შემსწავლელ, ადვილად გასაგებ კურსებს ეძებდა, შედეგად კი პლატფორმა CodeMonkey აღმოაჩინა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს პროგრამირების შესასწავლად მარტივად აღსაქმელ, თამაშებზე დაფუძნებულ სწავლის მეთოდს სთავაზობს.

ბავშვები ძალიან მარტივად, ღილაკებითა და ბლოკებით იწყებენ პროგრამირების შესწავლას. თავიდან შეისწავლიან ალგორითმიკას, თანმიმდევრობას, მარტივ ციკლებს, და ა.შ. შემდეგ კი უკვე გადიან ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენების შესწავლაზე, როგორიცაა CoffeeScript და Python. პარალელურად იწყებენ პროექტებზე მუშაობას, თამაშების აწყობას და ბოლოს ჩეტბოტსაც კი ქმნიან“, - ამბობს ნიკოლოზ ხურცილავა.

CodeMonkey Georgia- წარმომადგენლის განცხადებით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, უკვე 30-მდე კერძო სკოლასთან თანამშრომლობენ.

კერძო სკოლები უფრო მოქნილები არიან და აქვთ საშუალება შესთავაზონ თავიანთ მოსაწვლეებს მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პლატფორმები, მათ შორის CodeMonkey. ისინი შეიძენენ პლატფორმის ლიცენზიას და შესაბამისად წვდომა აქვთ პლატფორმაზე არსებულ ყველა აქტივობაზე. CodeMonkey Georgia-ს მიერ დატრენინგებულ ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლებს, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში წვდომა აქვთ, საერთაშორისო კურიკულუმსა და დეტალურ საგაკვეთილო გეგმებზე, ვიდეო გაკვეთილებზე, ვირტუალურ საკლასო ოთახზე სადაც შეუძლიათ მოსწავლეებისთვის მომხარებლების შექმნა, აქტივობების და ქვიზების გააქტიურება. პლატფორმა ჩაშენებული აქვს ავტომატური შეფასებების სისტემა რომელიც ეხმარება მასწავლებლებს ობიექტურობის შენარჩუნებაში“, - ამბობს ნიკოლოზ ხურცილავა.

CodeMonkey 10 წელიწადზე მეტია არსებობს და მსოფლიოშო 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე პლატფორმის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა რამდენიმე ათეული მასწავლებელი და 1000 მდე მოსწავლე სწავლობს პლატფორმაზე.

ბიზნესი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ ხურცილავა პროექტის სომხეთსა და უზბეკეთში ექსპორტირებას გეგმავს. ამ ბაზრებიდან დაინტერესება არის და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესში არიან.

„2024 სასწავლო წლის დასაწყისში ჩვენი გეგმა მინიმუმია, რომ 60 სკოლასთან შევძლოთ თანამშრომლობა. უკვე ვმუშაობთ, რომ სომხეთსა და უზბეკეთში ვიყოთ წარმოდგენილი და შევთავაზოთ ეს პლატფორმა მათ მოსწავლეებს. ამჟამად, მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვართ“, - ამბობს CodeMonkey Georgia- წარმომადგენელი.

რაც შეეხება პროგრამის კონკურენტულ უპირატესობას, 1-დან მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია კულიკუმები ქვიზებით, ხოლო მასწავლებლებისთვის საგაკვეთილო გეგმები, რაც პედაგოგებს სწავლის პროცესს უადვილებს და შეუძლიათ მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი გეგმებით ჩაუტარონ მოსწავლეებს გაკვეთილი.

ჩვენი პლატფორმა სრულად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა და რეგულაციებს. კვირაში ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია. CodeMonkey Georgia- პროექტზე მოთხოვნა მზარდია და შესაძლოა, კომპანია უფრო გაიზარდოს, ამ დროისთვის კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს ნიკოლოზ ხურცილავა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები