დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო საბერძნეთიდან

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო საბერძნეთიდან

10-07-2024 11:00:00

საბერძნეთში ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ მაიასაში საქართველომ საბერძნეთში 6,839.90 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2023 წლის 5 თვის მაჩვენებლებით აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 1,218.66 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად ზრდა 461%-ია. საბერძნეთში ექსპორტირებული პროდუქტებიდან პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელზედაც ამ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტის 67%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4,553.16 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,909.41  ათასი დოლარი;
  •  ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 262.65  ათასი დოლარი;
  • კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 195.31  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 182.03  ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს ზრდა 101%-ია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საბერძნეთიდან 44,920.50 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22,311.09 ათასი დოლარის.

საბერძნეთიდან საიმპორტო პროდუქტებიდან პირველ ადგილზე, ისევე როგორც საექსპორტო პროდუქტებიდან პირველ ადგილზე  ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. აღნიშნულ პროდუქტზე საბერძნეთში განხორციელებული იმპორტის 67%-ია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 30,152.98 ათასი დოლარი;​
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4,173.37 ათასი დოლარი;
  • ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 884.18 ათასი დოლარი;
  • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი - 708.97 ათასი დოლარი;
  •  სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი - 628.92 ათასი დოლარი;
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები