ერთ თვეში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 13%-ითაა შემცირებული. 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4 084 918,9 ათასი აშშ დოლარია. მაშინ როდესაც 30 სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 4 712 421,4 ათას დოლარს შეადგენდა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე მაჩვენებლებიდან 2 994 751,2 ათასი დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია, 465 166,9 ათასი დოლარი სესხების სპეციალური უფლებები (SDR), 29,0 ათასი დოლარი სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, 627 427,3 ათასი დოლარი ოქრო, ხოლო (2 455,5) ათასი დოლარის სხვა სარეზერვო აქტივები
უახლესი