საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.
პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.
პუბლიკაციის მიხედვით, პროფესორ - მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 10 605 ადამიანს შეადგენდა. აქედან 5 946 ქალი იყო, ხოლო 4 659 კაცი.
ძირითადი პერსონალი:
პროფესორი - 41% ქალი, 59% კაცი;
ასოცირებული პროფესორი - 58% ქალი, 42 % კაცი;
ასისტენტ - პროფესორი - 64% ქალი, 36 % კაცი;
მასწავლებელი - 64 % ქალი, 36% კაცი.
პუბლიკაციის მიხედვით, ხელშეკრულებით დასაქმებული პროფესორ - მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12 538 ადამიანს შეადგენდა, აქედან 7 835 ქალი იყო, ხოლო 4 703 კაცი.
პროფესორი - 45 ქალი, 55 კაცი;
ასოცირებული პროფესორი - 56% ქალი, 44% კაცი;
ასისტენტ - პროფესორი - 58% ქალი, 42% კაცი;
მასწავლებელი - 62 % ქალი, 38% კაცი;
რიცხოვნობა - 7 835 ქალი და 4 703კაცი.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა