დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენ ოქროს ზოდს გაყიდის სებ-ი და რა ფასად

რამდენ ოქროს ზოდს გაყიდის სებ-ი და რა ფასად

01-12-2023 14:06:52

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდის სერტიფიკატის ფასები და გასაყიდი რაოდენობა ცნობილია. 

სებ-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკი გასაყიდად 20 გრამიანი ნომინალის 100 ცალ  ოქროს ზოდს გამოიტანს. ყიდვის ფასია  3,438.73 ლარი, ხოლო გასაყიდი  3,722.34 ლარი. 

ეროვნული ბანკი გასაყიდად1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის 10 ცალ ოქროს ზოდს გამოიტანს. ყიდვის ფასია  171,936.51 ლარი, ხოლო გააყიდი 186,116.84 ლარი.  

  • ოქროს ზოდის სერტიფიკატები გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მფლობელის უფლებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მეშვეობით სებ-დან მიიღოს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი.
  • ეროვნული ბანკი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის ნომინლის შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სების მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (ზოდები).
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) მეშვეობით.
  • თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება მისი ნომინალის შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდი, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში.
  • ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ;
  • ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9.
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამისი ოქროს ზოდების გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება ბანკის მეშვეობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები