2023 წლის პირველ კვარტალში „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ 9%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდი.
სსე-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით სადგურმა მთლიანობაში 20,77 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა.
არსებული სტატისტიკით მიმდინარე წელს სადგურმა ყველაზე მეტი რაოდენობის ელექტროენერგიის გენერაცია იანვარში განახორციელა.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება თვეების მიხედვით ასე გადანაწილდა:
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ 87,49 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2021 წელს კი 83,4 87,49 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა. მისი აგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით და ორგანიზაციის „ფონდი მწვანე ზრდისათვის“ საშუალებით გახდა შესაძლებელი.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კომპანია ვალდებულია, რომ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია მთლიანად სახელმწიფოს მიჰყიდოს.
უახლესი