დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ განაპირობა მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია - გოგიტა თოდრაძის განმარტება

05-02-2024 11:00:00

2023 წლის ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7%-ი და ამ პერიოდში რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა წვლილის შეტანის თვალსაზრისით ეკონომიკური ზრდის ფორმირების მიმართულებით, ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძემ ის სექტორებიც დაასხდება, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა (დადებითი წვლილის შემტანი იყო დეკემბერში, წინა თვეებისგან განსხვავებით) და ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. სამშენებლო სექტორის სტაბილური განვითარების მაჩვენებელი არამხოლოდ საცხოვრებელი და არა საცხოვრებელ შენობა ნაგებობებს შეეხო არამედ სამოქალაქო მშენებლობას, რაც არის ხიდების, გზების, გვირაბების მშენებლობა. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ინფლაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.3%-ია, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0%-თან ახლოსაა. 

„შედარებით დაბალი ინფლაციის დონე განაპირობა ორ სასაქონლო ჯგუფში ფასების შემცირებამ. პირველ რიგში ეს გახლავთ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები შემცირდა განსაკუთრებით ზეთსა და ცხიმზე, გარკვეული კატეგორიის ბოსტნეულზე და ასევე ჯანდაცვის სექტორი, განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე და სამედიცინო აპარატურაზე ფასები შემცირდა და ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი განაპირობა“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ როდესაც 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ ეს გახლავთ წინასწარი მაჩვენებლები, რომელიც რამდენიმე კვირაში დაზუსტდება. და მაჩვენებელი შესაძლოა განსხვავებული იყოს მეტობით ან ნაკლებობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები