რადიკალურ ოპოზიციას ბიზნესზე ზეწოლის მცდელობა ჩაუვარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განაცხადა.
ბიზნესგამოცემამ ირაკლი კობახიძეს შემდეგი კითხვა დაუსვა:
როგორც ვნახეთ ბიზნესის გაფიცვისაკენ მოწოდებები ჩავარდა. Business Insider Georgia-ს ინფორმაციით მიმდინარეობს ბიზნესებზე ზეწოლა, მათ შორის შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი ყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან გარკვეულ პლატფორმაზე მიერთებასთან დაკავშირებით. Business Insider Georgia-ს დათვლით ამ ბიზნესების რაოდენობა ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის 0.5%-საც არ უტოლდება. ამ პლატფორმას აქვს კონკრეტული პოლიტიკური ულტიმატუმი რიგგარეშე არჩევნები - რაც თავის მხრივ პირველი ფაქტია, როდესაც ბიზნესი პოლიტიკურ ულტიმატუმს აყენებს. როგორ უყურებს სახელმწიფო ამ ნაწილს, რამდენად დამაზიანებელია ჯამში ბიზნეს გარემოსთვის და თქვენი აზრით რა მოხდება მას შემდეგ რაც ამ ულტიმატუმის ვადა ამოიწურება?
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა.
„მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა არსებითი შედეგი ვერ მიიღეს. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ერთად-ერთი - რა თქმა უნდა ბიზნესის თავისუფლებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება. მათ შორის ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება იმ სუბიექტების ბიზნეს-თავისუფლებასაც, რომლებიც ასეთ აქტებს შეუერთდნენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ცალსახა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ზუსტად იგივე ხელწერა აქვს, რაც მმართველობის პირობებში 2012 წლამდე ჰქონდათ.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებშიც 2012 წლამდე ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც. ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება ზუსტად იგივე ხელწერა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა