რა თანხა დაიხარჯება 2024 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის
02-10-2023 11:00:50
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 350.9 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 200,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 1 132,2 მლნ ლარი.
ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 933,6 მლნ ლარი, მათ შორის
- ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 225,0 მლნ ლარი;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 322,1 მლნ ლარი;
- წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 530,0 მლნ ლარი;
- მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 65,0 მლნ ლარი;
- ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 341,0 მლნ ლარი;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 150,0 მლნ ლარი;
- სხვა დანარჩენი პროგრამები - 9,2 მლნ ლარი.